უკრაინის გენპროკურატურაში განაცხადეს, რომ მზად არიან აშშ-ს ელჩი დაკითხონ

უკრაინის გენპროკურატურაში განაცხადეს, რომ მზად არიან აშშ-ს ელჩი დაკითხონ

უკრაინის გენპროკურატურაში განაცხადეს, რომ მზად არიან აშშ-ს ელჩი დაკითხონუკრაინის გენპროკურატურა, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის აშშ-ს ელჩი, ჯეფი პეიეტი აშშ-ს და ევროკავშირის მიერ პროკურატურისადმი გამოყოფილი ფულის გაქრობის საქმეზე დაკითხოს – ამის შესახებ დღეს გენერალური პროკურორის მოადგილემ იური სტოლიარჩუკმა განაცხადა, ადგილობრივი მედია წერს.
„თუკი გამოძიება დარწმუნდება თვითონ და პროცესუალურ ხელმძღვანელებსაც დაარწმუნებს, რომ სიტუაცია ექსტრაორდინალურია და აუცილებელია ელჩი პეიეტის აზრის გაგება, რაშია პრობლემა?“ – ამბობს სტოლიარჩუკი, რომელმაც თან აღიარა, რომ ეს შესაძლებელია სულელური გადაწყვეტილება იყოს.
შეგახსენებთ, რომ მარტის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პროკურატურა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ პროკურატურის რეფორმირებისადმი გამოყოფილი თანხის შესახებ გამოძიებას დაიწყებს, რომელიც პროკურატურის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. სავარაუდოდ, საუბარია 2,2 მილიონ დოლარზე.

banner
წინა სტატიაშიპალმირას რუსეთი აღადგენს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: “ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილის რესურსები კი არა ხალხია”