(video) არმაზ ახვლედიანი:ბიძინა ივანიშვილი კარგად ხედავს ვინ არის ნიანგი და ვის რა სულისკვეთება აქვს ხელისუფლებაში

კარგად ხედავს, ვინ არის ნიანგი და ვის რა სულისკვეთება აქვს ხელისუფლებაში

კარგად ხედავს, ვინ არის ნიანგი და ვის რა სულისკვეთება აქვს ხელისუფლებაში”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, ყოფილი პოლიტიკური მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ექსპრემიერ-ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის დროს ”პოლიტიკურ ნიანგებთან ბრძოლა და სწორი პოზიციის გატანა გაცილებით ადვილი იყო”-ამის შესახებ ახვლედიანმა ”მაესტროს ფაქტორში” ”ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

”ბიძინა ივანიშვილთან მუშაობის მრავლთვიანმა გამოცდილებამ მე მითხრა, რომ ის ძალიან კარგად ხედავს, ვინ არის ნიანგი და ვის რა სულისკვეთება აქვს ხელისუფლებაში, მმართველ ძალაში და მითქვამს, რომ როცა ის იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ გაცილებით ადვილი იყო ამ ნიანგებთან ბრძოლაც, ურთიერთობაც და საკუთარი სწორი პოზიციის გატანა”, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, დღეს ”უცნაური პოლიტიკოსები” ახერხებენ, რომ მათი ხმა გადამწყვეტი იყოს.

”დღეს ის ვითარებაა, როცა უცნაური პოლიტიკოსები, მე მათ ბებერი ნიანგები შევარქვი, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში მოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ინტერესები განავითარონ და გააძლიერონ, ახერხებენ იმას, რომ მმართველ ძალაში მათი ხმა იყოს გადამწყვეტი. კრიტიკულად სახიფათოა ის, რომ ამ ბატობენს გაუჩნათ პრეტენზია, რომ არათუ დარჩნენ მომავალ პარლამენტში, არამედ მონაწილეობა მიიღონ სიის შედგენაში და სხვა ნიანგებიც შემოიკრიბონ”, – განაცხადა ახვლედიანმა.

https://youtu.be/tsq1ZegzDAs

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: “ძალაუფლების წყარო ბიძინა ივანიშვილის რესურსები კი არა ხალხია”
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ნაწილი თვლის, რომ ჩვენმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს