ძალადობა ექიმზე – მსახიობ რეზო ნასიძეს ბრალი წაუყენეს

მსახიობ რეზო ნასიძეს, ექიმის ცემის გამო ბრალი წაუყენეს. ის განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს, თუმცა ნასიძე ამ დრომდე კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და პნევმონიას მკურნალობს.

მედპერსონალის განმარტებით, პაციენტი ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.

დაკავებულის დედას კი, ადასტურებს, რომ მისი შვილი ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს მართლაც ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, ნასიძეს თავის ძლიერი ტკივილი აწუხებდა.

banner
წინა სტატიაშიგრიპის ვირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, ჯანდაცვის უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
შემდეგი სტატიაბესელია, ფოფხაძე და გოგიჩაიშვილი მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ