დუმას დეპუტატი: ჩვენი მიზანია ყოფილი სანჭოთა რესპუბლიკების დაპყრობა

დუმას დეპუტატი: ჩვენი მიზანია ყოფილი სანჭოთა რესპუბლიკების დაპყრობა

111რუსეთის დუმას დეპუტატმა ევგენი ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიზანია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დაპყრობა და “დიდი რუსეთის” ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა იმ საზღვრებში, რომელიც მას 1945 წელს ჰქონდა.
“ყოფილი საბჭოთა კავშირის ტეროტორია – იგივე დიდი რუსეთი – 1991 წელს უკანონოდ დაიშალა. შეიძლება რუსეთში ეს ვინმეს არ ახსოვდეს” – განაცხადა დეპუტატმა ინტერვიუში. მან აღმოსავლეთ უკრაინის მაგალითს ამ ამოცანის ისტორიული ტექნოლოგიური გადაწყვეტილება უწოდა და ასევე დაამატა, რომ ეს მისი სუბიექტური აზრია: “მთელი სანჭოთა კავშირის ტერიტორია, საერთაშორისო აღიარებით, ჩვენია, ეს ჩვენი სამშობლოს ტეროტორიაა, ჩვენი ერის ტერიტორიაა და ამ საზღვრებს უნდა დავუბრუნდეთ და მოგვიწევს ეს გავაკეთოთ” – დაამატა დეპუტატმა. ამასთანავე, ფედოროვმა დაამატა, რომ ნატოსთან ომი არ იქნება სწორი, მაგრამ რუსეთის ისტორიული საზღვრის აღდგენა სწორია.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი: საქართველო იმსახურებს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო რაც შეიძლება მალე აღიარონ
შემდეგი სტატიასოფელ აფენის მოსახლეობა გამგებლის გადადგომას ითხოვს