სოფელ აფენის მოსახლეობა გამგებლის გადადგომას ითხოვს

lag12lagდღეს საპროტესტო აქცია ლაგოდეხის გამგეობასთან გაიმართა. სოფელ აფენის მოსახლეობა გამგებლის გადადგომას ითხოვდა. მოსახლეობის ნაწილი ჯერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან და შემდეგ გამგეობის სხდომათა დაბაზში შევიდა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში შენობაში ყვირილის ხმა ისმოდა. ყვიროდნენ, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე გამგებელი და საკრებულოს დეპუტატები. ადგილობრივები სოფელ აფენში არსებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ, თუმცა მთავარი საკითხი ბიზნესმენ მერაბ ფერაძისთვის მხარდაჭერის გამოხატვა იყო.

ჟურნალისტი ლალი ხუბულავა

banner
წინა სტატიაშიდუმას დეპუტატი: ჩვენი მიზანია ყოფილი სანჭოთა რესპუბლიკების დაპყრობა
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს