დონეცკის ოლქში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მაშველები დონბასში აგრძელებენ ჩასივ-იარში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული სახლის ნანგრევების გაწმენდას. 13:00 საათის მონაცემებით, ადგილზე ჩატარებული სამაშველო სამუშაობის შედეგად აღმოჩენილია 15 დაღუპულის ცხედარი, ნანგრევებიდან ხუთი ადამიანია ამოყვანილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაშველების ინფორმაციით, კონტაქტი დამყარებულია ნანგრევების ქვეშ აღმოჩენილ სამ ადამიანთან.

ქალაქ ბახმუტთან ახლოს მდებარე ჩასივ-იარში სარაკეტო თავდასხმა რუსებმა გასულ დღეს, საღამოს საათებში განახორციელეს. ერთ-ერთი რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დილით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, ხოლო ნანგრევებში 30-ზე მეტი პირი იყო მოყოლილი.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა სპეცოპერაციის წამოწყებით ჰუმანიტარული კატასტროფა აღკვეთა – ვოლოდინი
შემდეგი სტატიაჩვენს ხელშია იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თავისუფალი სამყაროსკენ გზას გაგვიხსნის – ბოკერია