ჩვენს ხელშია იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც თავისუფალი სამყაროსკენ გზას გაგვიხსნის – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი მშვიდობიანად უნდა შეიცვალოს.

მან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, “ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ევროპულ, თავისუფალ სამყაროსთან დაახლოებას ხელს უშლის.

„აბსოლუტურად გასაგები და მკაფიო გზავნილია [კარლ ჰარცელის], რაც აქამდეც გაგებული გვქონდა, რომ ჩვენს, საქართველოს ხელშია, გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც თავისუფალ სამყაროსთან დაახლოების გზას გაგვიხსნის. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელსაც დღევანდელი რეჟიმი ხელს უშლის.

ვინმე რამეს კი არ გვაძალებს, უბრალოდ, სამყარო დგას იმ პრინციპებზე, რასაც ლიბერალური დემოკრატია ემყარება. თუ ჩვენ გვინდა და ქართველებს ეს უნდათ, მაშინ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მახინჯი, პუტინისტური, კოლაბორაციონისტული ოლიგარქიული რეჟიმი მშვიდობიანად. ამასთან ერთად, სწორი მიმართულებით, ლიბერალური დემოკრატიისკენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

ეს იყო გადაწყვეტილება, რომ გეოპოლიტიკურად თქვენ ჩვენი ნაწილი ხართ, ევროპის ნაწილი ხართ, ევროკავშირის, თავისუფალი სამყაროს, მაგრამ გაქვთ ბარიერიო. როგორც ჰქონდა ბარიერი, მაგალითად, სლოვენიას. როგორც კი ეს პრობლემა სლოვაკმა ხალხმა გადაწყვიტა, გზა გაიხსნა. იგივეა საქართველოს შემთხვევაშიც, ოღონდ ჩვენ ბევრად უფრო დიდი რისკები გვაქვს ბევრი ფაქტორის, მათ შორის, გეოგრაფიის გამო. თუ ეს ისტორიული ფანჯარა გავუშვით ხელიდან, მაშინ დიდი საფრთხე გვემუქრება“,-განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიდონეცკის ოლქში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
შემდეგი სტატიარუსებმა უკრაინაში ხორბლის ყანები დაბომბეს – მოსავალი განადგურებულია