პუტინმა სპეცოპერაციის წამოწყებით ჰუმანიტარული კატასტროფა აღკვეთა – ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებით ჰუმანიტარული კატასტროფა „აღკვეთა“.

მისივე თქმით, პუტინის მიზანი რუსეთისა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დაცვა“ იყო.

„პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დონეცკისა და ლუგანსკის მოქალაქეების დასაცავად. რომ არა მისი გადაწყვეტილება, დაწყებულიყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, შეიძლება მომხდარიყო საშინელი რამ. მან თავიდან აიცილა ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ჯარები უკვე გაყვანილი იყვნენ დონბასის საზღვრებთან და ეს ყველაფერი შეიძლებოდა ჰუმანიტარული კატასტროფით დასრულებულიყო, დიდი რაოდენობით მსხვერპლით“, – განაცხადა ვოლოდინმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიადონეცკის ოლქში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა