დონალდ ტუსკმა მიგრანტებს მოუწოდა არ ჩამოვიდნენ ევროპაში

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მიგრანტებს მოუწოდა ევროპაში არ ჩავიდნენ.
“არ დაუჯეროთ კონტრაბანდისტებს და არ გარისკოთ სიცოცხლით. ეს ამად არ ღირს” – განაცხადა ტუსკმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ათენში ქვეყნის პრემიერთან, ალექსის ციპრასთან ერთად ჩაატარა.
ევროსაბჭოს ხელმძღავენელმა განაცხადა, რომ საბერძნეთი საემიგრაციო კრიზისში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა: “თქვენი ქვეყნის შენგენის ზონიდან გამოსვლას არ შეუძლია ამ პრობლემის მოხსნა”- ხაზი გასუვა ტუსკმა და თქვა, რომ მხოლოდ ერთად არის შესაძლებელი გაუმკლავდნენ და მოაგვარონ საემიგრაციო კრიზისი ევროპაში.

banner
წინა სტატიაშირეპუბლიკელების რქების მოქლიბვა პოლიტიკური ჯამრთელობისათვის მავენებლია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას დავით უსუფაშვილიც დაესწრება