დონალდ ტრამპმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია დაადასტურა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2019 18:17

დონალდ ტრამპმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია დაადასტურა

გასულ ღამეს აშშ-მა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს პასუხი აგებინა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მკვდარია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი იყო. მსოფლიოში ყველაზე ძალადობრივი ორგანიზაციის ლიდერი. აშშ ბაღდადის ეძებდა წლების განმავლობაში. მისი დაკავება ან ლიკვიდაცია იყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი. აშშ-ს სპეცრაზმმა სახიფათო ოპერაცია ჩაატარა ღამით სირიაში. ეს ოპერაცია წარმატებული იყო“,- განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ოპერაციის დროს აშშ-ის სამხედროები არ დაშავებულან.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთან ერთად მისი ბევრი თანამზრახველია მოკლული. როგორც ტრამპი ამბობს, ალ-ბაღდადმა გაქცევის დროს, გვირაბში თავი „შაჰდის ქამრით“ აიფეთქა.

„ალ-ბაღდადის ბევრი თანამზრახველი მოკლულია მასთან ერთად. ის მოკვდა მაშინ, როდესაც გვირაბში გაიქცა, ის ყვიროდა, ტიროდა. მას ჩვენი სპეცრაზმელები ძაღლებით მისდევდნენ. მისი შტაბი გაწმინდეს. ხალხის ნაწილი ჩაბარდა, ნაწილი კი მოკლეს. 11 ბავშვი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. მარტო დარჩა ბაღდადი და მას თან ჰყავდა სამი შვილი. სწორედ ამ დროს გვირაბის ბოლოში მან აამოქმედა „შაჰიდის ქამარი“ და თავი აიფეთქა. მისი სხეული დანაწევრდა და გვირაბი ჩამოიშალა. თუმცა ანალიზებმა დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ბაღდადი იყო“,- განაცხადა ტრამპმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2019 18:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics