დონალდ ტრამპის გამონათქვამები რუსეთზე…

trampiუცხოური მედია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის რუსეთთან დაკავშირებულ გამონათქვამებს აქვეყნებს, რომელიც მან საპრეზიდენო კანდიდატად გახდომის შემდეგ გააკეთა…
,,მე ვიყავი მოსკოვში ორი წლის უკან და აი რისი თქმა შემიძლია: შესაძლებელია ამ ხალხთან ურთიერთობების დალაგება. შესაძლებელია მათთან გარიგების მიღწევა. ობამას ეს არ შეუძლია… ,, (Fox News 18.06.2015)
,, მე სამართლიანობა და საღი აზრი მიყვარს. მე, რა თქმა უნდა არ მომწონს, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგი ვართ უკრაინის გამო, მაშინ როდესაც გერმანია ზის და რუსეთიდან იმდენ რუსულ ნავთობსა და გაზს იღებს, რამდენიც უნდა,, (NBS 16.08.2015)
,,მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რუსეთმა და აშშ-მ ერთობლივად უნდა იმუშაონ ტერორიზმის დასამარცხებლად და მშვიდობის დასამყარებლად… რომ არაფერი ვთქვათ ვაჭრობაზე და სხვა სფეროებში ერთმანეთის პატივისცემაზე,, (Fox News 18.12.2015)
,,რუსეთში ბევრი კარგი რამ მოხდება, თუ ჩვენ დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობებს და ისინი პატივისცემით მოგვეპყრობიან,, (MSNBC 21.12.2015)
,,რუსეთის მომატებული აგრესიულობის გათვალისწინებით, რომელიც ბალტიის ქვეყნებთან მიმართებაში სხვადასხვა დამაშინებელ მოქმედებებს მიმართავს, და იმის გათვალისწინებითაც, რაც ჩვენ დასავლეთ უკრაინაში ვნახეთ… და რუსული მისწრაფებებით ევროპის რუკა გადაფარონ, ჩვენს ინტერესებში არანაირად არ შედის ნატოს დასუსტება,, (დეპატების დროს 16.04.2016)
,,ზოგიერთები ამბობენ, რომ რუსებს გონიერად მოქცევა შეუძლიათ… მე ვაპირებ ეს გავარკვიო,, ( BBC 27.04.2016)
,,თუ ჩვენ გვექნება კარგი დამოკიდებულება რუსეთთან და ის დაგვეხმარება ჩვენ ,,ისლამური სახელმწიფოს,, მოშორებაში, მართალი გითხრათ აქ საუბარია ძალიან დიდ ფულზე და ბევრი ადამიანის სიცოცხლეზე… ეს პოზიტიური საქმე იქნება და არა ნეგატიური,, (ABC 31.07.2016)
,,როგორც მე გავიგე, ყირიმელ ხალხს ურჩევნია იყოს რუსეთში, ვიდრე იქ სადაც ადრე იყო. ეს უნდა გავითვალისწინოთ,, (ABC 31.07.2016)
,,აშშ-ს მცდელობამ, ძალით წაართვას ყირიმი რუსეთს და დაუბრუნოს ნახევარკუნძული უკრაინას, შესაძლებელია მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს… თქვენ გინდათ მსოფლიო ომი მხოლოდ იმისთვის, რომ ყირიმი უკან დავბრუნდეს?,, (მიტინგზე ქ. კოლომბუსში შტატ ოჰაიო 01.08.2016)

banner
წინა სტატიაში(video) ამერკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაბრიუსელი: თურქეთმა, შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების შანსი დაკარგოს