(video) ამერკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა

obamaამერკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა. ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს მიმართა.

“მე და პრეზიდენტ ბუშსაც სერიოზული განსხვავებები გაგვაჩნდა, მაგრამ ბუშის გუნდმა სერიოზულად კარგად იმუშავა, რათა ხელისუფლების გადაცემა მომხდარიყო რბილად და ძალიან სწრაფად. მე მივყვები იმ მაგალითს, რაც 8 წლის წინ პრეზიდენტი ბუშის გუნდმა დაამკვიდრა, რომ ხელისუფლების გადაბარება მოხდეს კომფორტულად და რბილად. მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემა ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელია.

მქონდა საშუალება, ყოფილ სახელმწიფო მდივანთან მესაუბრა. მე ვამაყობ მისით. მას ბრწყინვალე კარიერა გააჩნია საჯარო სამსახურში.

ჩვენ ვართ ყველა ამერიკელი, მე როცა ბატონ ტრამპს ვესაუბრე, დავინახე, რომ ჩვენ ვართ ერთნი, პატივისცემა ჩვენი სახელმწიფოებისადმი, კანონის უზენაესობა და ერთმანეთის პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მამოძრავებელი ძალაა.

ახალ პრეზიდენტს უფრო ძლიერ სახელმწიფოს ვუტოვებთ, ვიდრე მანამდე. ყველა ჩემი გუნდის წევრი ამაყობს იმ სამუშაოთი, რაც მათ გასწიეს. დღეს ბევრი აღტკინებულია, ზოგი არა. ახალგაზრდებს, ვინც პოლიტიკაში პირველად მოდიან, შეიძლება შედეგებმა იმედი გაუცრუა, მე ვფიქრობ, რომ პირიქით გამხნევდით. იცოდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ქვეყნის განვითარება.

ჩვენ, პოლიტიკოსები ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ჩვენ მართლები ვართ და მერე ხმას გვაძლევენ, თუ ვმარცხდებით, ვაანალიზებთ შეცდომებს, ჭრილობებს ვიშუშებთ და საბრძოლად ვემზადებით”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

https://youtu.be/g_bWCS54png

banner
წინა სტატიაშიმეტი ხმის მქონე კლინტონი ამერიკულმა საარჩევნო სისტემამ დაამარცხა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის გამონათქვამები რუსეთზე…