ბრიუსელი: თურქეთმა, შესაძლებელია ევროკავშირში გაწევრიანების შანსი დაკარგოს

4თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით გართულებული მდგომარეობა და დემოკრატიული სტანდარტების დარღვევა თურქეთის ევროკავშირში შესვლის შანსს შეამცირებს – აფრთხილებს ევროკავშირი თურქეთს.
ბრიუსელი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკის კრიტიკით გამოდის და უთითებს ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რომელიც ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო.
“ადრო დადგა ანკარამ გვაცნობოს, რა სურს მას სინამდვილეში. ეს ნდობის ტესტია” – განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ხანმა.
მისი თქმით, თურქეთში მიმდინარე დაკავებებისა და სასამართლოების ფონზე ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების სულ უფროო ნაკლები შანსი აქვს.
თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განცხადება პირველად 1987 წელს გააკეთა – მაშინ ევროკავშირის წინაპარი ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობა არსებობდა.
ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა 2005 წლისათვის, თუმცა, მისი გაერთიანებაში გაწევრიანება შეფერხდა მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის გამონათქვამები რუსეთზე…
შემდეგი სტატიაყველაფერი გააჩერეს და გამოაცხადეს ტრამპი საერთაშორისო აფერისტად