დონალდ ტრამპი დღეს ავღანეთთან დაკავშირებით თავის სტრატეგიას წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი დონად ტრამპი დღეს ავღანეთთან დაკავშირებით თავის სტრატეგიას წარადგენს.

როგორც თეთრი სახლის განცახდებაშია ნათქვამი, დონალდ ტრამპი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და ამერიკელ ხალხს ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მდებარე ფორტ-მაიერის ბაზიდან მიმართავს.

როგორც ტელეკომპანია CBS News-ი იტყობინება, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ავღანეთში დამატებით 4 ათასი ამერიკელი სამხედროს გაგზავნის შესახებ განაცხადებს.

ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, ვაშინგტონის ახალი სტრატეგია ავღანეთის გარდა, სამხრეთ აზიას შეეხება.

კერძოდ, როგორც CBS News-ს წყარომ განუცხადა, სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპი პაკისტანისგან ტერორისტების მფარველობის შეწყვეტას მოითხოვს.

ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, თეთრი სახლი პაკისტანის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეყვანის საკითხს განიხილავდა.

გასულ პარასკევს დონალდ ტრამპმა ახალი სტრატეგია აშშ-ის ნაციონალური უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. შაბათ-კვირას კი აშშ-ის სამეთაურო შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ჯოზეფ ვოუტელი პაკისტანსა და ავღანეთში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია
შემდეგი სტატიაჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთმა მოიგო