„დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს”- ანა დოლიძე კობახიძეს პასუხობს

„დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს და მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ, შევცალოთ ის ცვლილებები, რომელმაც პარლამენტმა მიიღო,“- ასე შეაფასა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება, რომ პრეზიდენტმა ვეტო კონსტიტუციის მხოლოდ ორი პუნქტის დაადოს, რომელიც საარჩევნო ბლოკების აკრძალვას და ე.წ. ბონუსების სისტემას ეხება.

ანა დოლიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის მმართველ გუნდთანაც გაგრძელდება.

„ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, გავაგრძელებთ და დავიწყებთ კონსულტაციებს, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან,“ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის ამოცანას,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში“ისეთივე არგუმენტები თუ იქნა, რაც აქამდე იყო, ჩვენ ვეტოს დავძლევთ”- მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიამაშველებმა მწვერვალ თეთნულდზე მყოფი ორი ტურისტი გადაარჩინეს