მაშველებმა მწვერვალ თეთნულდზე მყოფი ორი ტურისტი გადაარჩინეს

მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს მაშველების დახმარება დასჭირდათ.

ერთ-ერთი მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა შექმნა და ჯგუფი გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შეტყობინება სამაშველო სამსახურში ღამით შევიდა, თუმცა ვერტმფრენის გაგზავნა დილამდე ვერ მოხერხდა.

3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მხოლოდ გამთენიისას ჩამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას.

banner
წინა სტატიაში„დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს”- ანა დოლიძე კობახიძეს პასუხობს
შემდეგი სტატიადღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება