“ისეთივე არგუმენტები თუ იქნა, რაც აქამდე იყო, ჩვენ ვეტოს დავძლევთ”- მამუკა მდინარაძე

“საქართველოს უკვე დღეს აქვს ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იმუშავებს,“- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი შეფასებით, კონსტიტუციის პროგრესულობას ვენეციის კომისიის დასკვნაც ადასტურებს.

„ყველა პუნქტი, ყველა მუხლი არის აბსოლუტურად პროგრესული. ამას აღაირებს ყველა ობიექტური დამკვირვებელი. ამას ეთანხმება ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ვენეციის კომისიის დასკვნამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის წევრმა კომენტარი პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენებაზეც გააკეთა.

„პრეზიდენტის ვეტოზე როდესაც არის საუბარი, უნდა ვთქვათ, რომ მის შენიშვნებს უნდა დაველოდოთ. ეს არის როგორც ფორმალური, ასევე რეალური არგუმენტი პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით და შემდგომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა ისეთივე არგუმენტები თუ იქნა, რაც აქამდე იყო, ჩვენ ვეტოს დავძლევთ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა
შემდეგი სტატია„დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს”- ანა დოლიძე კობახიძეს პასუხობს