დოდონა კიზირია ირაკლი კობახიძეს მიმართავს

kiziria

kiziria„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე საკმაოდ განათლებული ახალგაზრდაა, თუ მის მონაცემებს დავუჯერებთ. ეს დიდი იშვიათობაა ამ არაპროფესიული და გაუნათლებელი ავანტიურისტებით დაკომპლექტებულ გუნდში. მაგრამ მისი განცხადებები კაცს აფიქრებინებს, რომ ის მეჭიაურ-ჯაჭვლიანისგან დიდად არ განსხვავდება, ან, რაც უფრო რეალურია, ბორია ივანაშვილს თავ-ფეხიანად ნაყიდი ყავს.
ეს ახალგაზრდა თავის უკანასკნელ გამოსვლაში აცხადებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც იგი ფაშიტურ პარტიას ადარებს, არის არალეგიტიმური პარტია და არჩევნების შემდეგ მას უნდა ჩაენაცვლოს „ლეგიტიმური ოპოზიციური“ პარტია. ამასთან დაკავშირებით მე რამდენიმე შეკითხვა მაქვს:
1.რა სამართლებრივ და კანონის რომელ პარაგრაფებს, რა ფაქტებს, რომელ პოლიტიკურ და სოციოლოგიურ თეორიას ეფუძნება ეს განცხადება? ან უბრალოდ რომ ვთქვათ, რით ამტკიცებს ის მისი განცხადების ჭეშმარიტებას?
2. ხომ არ ნიშნავს – „უნდა ჩაენაცვლოს“ – იმას, რომ ხელისუფლება, რომელიც მისი რწმენით ისევ „ქართული ოცნების“ ხელში იქნება, თვითონ შექმნის საკუთარ ოპოზიციას? მაგრამ ეს ხომ ხელისუფლებას მორჩილი ფსევდო ოპოზიცია იქნება?
3. ამ ფრაზაში – „უნდა ჩაენაცვლოს“ – იგრძნობა მუქარაც და მიზანიც, რომ ენმ, რომელსაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი უჭერს მხარს, იქნება ძალადობრივად აკრძალული. ასე წარმოუდგენია ამ ბიჭუნას ის დემოკრატიული საქართველო, რომელიც მისი მარჩენალის სიტყვებით ევროპასა და მთელ მსოფლიოს გააოცებს?”-წერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია

banner
წინა სტატიაში(video) შალვა ნათელაშვილი:”ყველაზე უბედური კაცი ბიძინა ივანიშვილია”
შემდეგი სტატიათსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს