(video) შალვა ნათელაშვილი:”ყველაზე უბედური კაცი ბიძინა ივანიშვილია”

შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილილეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს.ნათელაშვილი ყოფილ პრემიერს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო საყვედურობს და მას “თაღლითს” უწოდებს.

ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.

„რაც ჩაიდინა ივანიშვილმა, ეს არის კაცობრიობის ისტორიაში არნახული თაღლითობა და ნდობის ბოროტად გამოყენება. გადააგდო მთელი ერი, მთელი საზოგადოება, მთელი სახელმწიფო და ამით, ალბათ, შევა გინესის წიგნში. ივანიშვილზე უბედური კაცი არ მგონია, დადიოდეს ამ ქვეყანაზე. აუტანელია, როდესაც ამდენი უკმაყოფილება და დასაბუთებული პრეტენზიები აქვს ამდენ ხალხს. ყველაზე უბედური კაცი ეს არის. მე, როგორც ქრისტიანი ადამიანი, მინდა, რომ რამენაირად გამოვიხსნათ უბედურებისგან ეს კაცი. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, დაანებოს პოლიტიკას თავი, გააუქმოს თავისი პარტია, რადგან ის უკვე აღარანაირი ოცნება არ არის, ის ერის ტრაგედია,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც ასევე დღევანდელი მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც გააკრიტიკა და მოუწოდა მოსახლეობას ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერისკენ.

https://youtu.be/93eURILtVJE

banner
წინა სტატიაშიეკა ზღულაძე და ხატია დეკანოსიძე თანამდებობებს ტოვებენ
შემდეგი სტატიადოდონა კიზირია ირაკლი კობახიძეს მიმართავს