დნესტრისპირეთში სეპარატისტულმა მთავრობამ ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

დნესტრისპირეთში სეპარატისტულმა მთავრობამ ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. „გარდიანი“ წერს, რომახა სეპარატისტული მთავრობის განკარგულებით, მოლდოვის რეგიონის რამდენიმე ქალაქის შესასვლელში ბლოკ-საგუშაგოები გახსნეს. საუბარია იმ ქალაქებზე, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა და ისმოდა სროლის ხმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭომ გაავრცელა ცნობა „ტერორისტული აქტის“ შესახებ, რომელიც ტირასპოლთან ახლოს სამხედრო ბაზაზე მოხდა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ სოფელ მაიაკში ააფეთქეს ორი საბჭოთა დროინდელი რადიო ანძა.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. ამ რეგიონში ინციდენტები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხრეთ ნაწილის დაკავების შემთხვევაში, შეიქმნება დნესტრისპირეთთან დამაკავშირებელი დერეფანი.

banner
წინა სტატიაშილვოვის მედესანტეებმა რუსული არმიის ქვედანაყოფი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაუკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს იბრძვიან საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და აკეთებენ შესაბამის განცხადებებს – სამადაშვილი