დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ

დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტის, ეტიბარ ემინოვის თქმით, დმანისში დაპირისპირებულმა მხარეებმა “ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ”. ამის შესახებ მუფტმა ხელისუფლებისა და კონფლიქტის მონაწილეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, – განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: გუნდის სურვილია, კალაძის ლიდერობით გავიმარჯვოთ არჩევნებში
შემდეგი სტატიასუბარი: ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება აწყობდეს დმანისში ვითარების ესკალაცია