სუბარი: ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება აწყობდეს დმანისში ვითარების ესკალაცია

“ყველა არის ერთ აზრზე, ძალიან სამწუხარო იყო ის ინციდენტი, რომელიც გუშინ მოხდა და დღეს გაგრძელდა. პრაქტიკულად ერთი ოჯახი ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ყველას კარგად აქვს ეს შეგნებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

“ამიტომ, სათქმელი ითქვა, ყველა ერთ აზრზეა. მინდა, შერიგების ნიშნად, ხელი ჩამოართვათ ერთმანეთს, რაც სიტყვიერად უკვე გაკეთებული იყო. ხალხსაც მოვუწოდოთ, რომ დაწყნარდნენ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება, აწყობდეს ვითარების ესკალაცია, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მათ გახარების საშუალებას. ხელი ჩამოვართვათ ყველამ.
გუშინ რაც მოხდა, იყო ძალიან სამწუხარო, მაგრამ აბსოლუტურად ყოფით ხასიათზე მომხდარი კონფლიქტი. დღეს დილას და საღამოსკენ ესკალაცია იყო მართლაც იმის გაგრძელება, არ ვიცი, რა მოხდა, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ორგანიზებული და გაეცემა ამ კითხვებს პასუხი. ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, მათი ოჯახის წევრები, ამას ემიჯნებიან, ამბობენ, რომ ჩვენ აქ ერთად ვცხოვრობდით, ვიცხოვრებთ, ერთი ოჯახი ვართ. არ უნდა მიეცეს ამას გაგრძელება. ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად იცხოვრებენ მშვიდად მომავალში. ყოფით ნიადაგზე მომხდარი გაუგებრობაა, რომელსაც შემდგომი გაგრძელება არ უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა დმანისში დაპირისპირებულ მხარეებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიდმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ
შემდეგი სტატიაგომელაური: მოხდა შეხლა-შემოხლა, უკვე შერიგდნენ