თალაკვაძე: გუნდის სურვილია, კალაძის ლიდერობით გავიმარჯვოთ არჩევნებში

“დაწყებულია კონსულტაციები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღის წესრიგში არაერთი საკითხია, რაზეც მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარე ინფორმაციას გაგაცნობთ.

ჯერ არის ნაადრევი კანდიდატებთან კონკრეტული პოზიციების გახმოვანება ჩვენი მხრიდან, თუმცა საზოგადოებას ვპირდებით, რომ მაქსიმალურად დროულად, კამპანიის დაწყებამდე, უკვე ცნობილი იქნება თბილისის და მთელი საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატები.

რასაკვირველია, კახა კალაძე არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მერი, ის არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი და მთელი გუნდის სურვილი გახლავთ, რომ სწორედ მისი ლიდერობით გავიმარჯვებთ თვითმმართველობის არჩევნებში”,- თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“თანამემამულეებს მოვუწოდებთ არ აყვნენ პროვოკაციებს” – აზერბაიჯანის საელჩო
შემდეგი სტატიადმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ