დმანისში 24 წლის ახალგაზრდა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა

დმანისში ავტოავარიის შედეგად 24 წლის ბაჩანა აბრალავა გარდაიცვალა. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაღუპილი წალენჯიხის მკვიდრია, რომელიც რუსთავში დასთან სტუმრად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში21 სექტემბერს დონალდ ტრამპი პეტრო პოროშენკოს შეხვდება
შემდეგი სტატიადასავლეთ უკრაინის საოლქო კომიტეტები სააკაშვილს უჭერენ მხარს