21 სექტემბერს დონალდ ტრამპი პეტრო პოროშენკოს შეხვდება

US President Donald Trump meets with his Ukrainian counterpart Petro Poroshenko in the Oval Office at the White House in Washington, DC, on June 20, 2017. / AFP PHOTO / NICHOLAS KAMM

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 21 სექტემბერს გაეროს 72-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს. ამის შესახებ განაცხადა ტრამპის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა. მისი თქმით, პოროშენკოს გარდა აშშ-ს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს სხვა ქვეყნების ლიდერებთანაც. მუკრაინული მედიის ცნობით,
“ხუთშაბათს პრეზიდენტი შეხვდება თურქეთის, ავღანეთის და უკრაინის ლიდერებს”, – ციტირებს მაკმასტერს სააგენტო УНИАН. აღსანიშნავია, რომ ასპექტები, რომლებსაც მხარეები განიხილავენ, არ სახელდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მეზობელ დემოკრატიულ ქვეყნებს ემუქრება
შემდეგი სტატიადმანისში 24 წლის ახალგაზრდა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა