დასავლეთ უკრაინის საოლქო კომიტეტები სააკაშვილს უჭერენ მხარს

სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლამ უკვე გამოიწვია პოლიტიკური შედეგი. დასავლეთ უკრაინის საოლქო კომიტეტები, რომლებსაც მისი მოკავშირეები აკონტროლებენ პოლიტიკური ორგანიზაციებიდან “Самопомощи”, “Батькивщины” და УКРОП, იწყებენ ბუნტს პოროშენკოს წინააღმდეგ.
გასულ პარასკევს ივანო-ფრანკოვსკის საოლქო კომიტეტმა გააკეთა სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადება ამ ქალაქში 16 სექტემბერს მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ივანო-ფრანკოვსკის საოლქო კომიტეტი პოროშენკოსგან მოითხოვს რეპრესიების შეწყვეტას იმათ მიმართ, ვინც ეწევა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას.
მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ოს საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უახლოეს დღეებში მას მხარს დაუჭერენ სხვა ოლქებიც.
უკრაინელ ექსპერტთა აზრით, დასავლეთ უკრაინაში შეიძლება განმეორდეს 2014 წლის სიტუაცია, როდესაც საოლქო კომიტეტები ოპოზიციის ხელში გადავიდა, რამაც გამოიწვია იანუკოვიჩის ხელისფლების დამხობა.
ლვოველი პოლიტოლოგი ანდრეი დაცი (Андрей Даць) არ გამორიცხავს, რომ ივანო-ფრანკოვსკის შედეგ პოროშენკოს წინააღმდეგ გამოვიდნენ ლვოვის, ტერნოპოლის და ვოლინის ოლქები. “სცენარი შეიძლება ასე განვითარდეს : ოპოზიცია იპყრობს საოლქო ადმინისრაციებს, როგორც პრეზიდენტის დასაყრდენ ძალას, შემდეგ დასავლეთ უკრაინის აქტივისტების მონაწილეობით კიევში გაიმართება მასობრივი აქციები, რომელსაც მოყვება პარლამენტის ვადამდელი არჩევნები”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.
მისი აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია სააკაშვილზე, რომელიც კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს გეგმავს. თუ მას გამოუვიდა ხელისუფლების ‘შენჯღრევა”, მაშინ რეგიონებიც კიევისკენ დაიძრებიან”, – აცხადებს ანდრეი დაცი.

banner
წინა სტატიაშიდმანისში 24 წლის ახალგაზრდა ავტოავარიის შედეგად დაიღუპა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია ინგა გრიგოლიას მიმართავს