“დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში ორი დღე გაზი ჟონავდა

თბილისი დღეს კიდევ ერთ ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა – დიდი დიღმის მსგავსი აფეთქების გამეორების საფრთხის წინაშე ამჯერად დირსის მოსახლეობა აღმოჩნდა.

მჭიდრო დასახლებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბუნებრივი აირის სუნი ადგილობრივებმა იგრძნეს. აღმოჩნდა, რომ გაზი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ჟონავდა.

“ბინა იყო დაკეტილი და იქ გაჟონვა მიდიოდა. ყაზტრანსგაზიდან იყვნენ, გაარკვიეს, რომ იყო გაჟონვა. არასწორად გადიოდა გაზი, გადარჩენილები ვართ ყველა,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

წყარო:რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის შეხვედრა მძიმე დაპირისპირების ფონზე – ბესელია სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება
შემდეგი სტატიამეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა