მეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მეზობლები მცირეწლოვანი გოგონას გარდაცვალების დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ყვებიან, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტი. როგორც გარდაცვლილი გოგონას ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, ბავშვს დედა სცემდა.

მეზობლების თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დღეს დაიწყო.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

„გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, – განაცხადეს შსს-ში

banner
წინა სტატიაში“დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში ორი დღე გაზი ჟონავდა
შემდეგი სტატია“არ უცემია, გრიპი ჰქონდა” – გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ოჯახის წევრი დედის მიერ შვილის მკვლელობას გამორიცხავს