უმრავლესობის შეხვედრა მძიმე დაპირისპირების ფონზე – ბესელია სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება

ეკა ბესელიას ინფორმაციით, “ქართული ოცნების” სხდომაზე სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები იქნება განხილული. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებლად ბესელია, სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება.

„სწორედ იმიტომ, რომ უმრავლესობის სხდომა დაინიშნა და მეც მთხოვეს დასწრება ამ სხდომაზე, მე ვიქნები აუცილებლად. ჩამოვდივარ ამისთვის და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყოს, რაც შეიძლება, საქმიანი და მოხდეს არგუმენტების და ჩვენი მოსაზრებების გაზიარება იმიტომ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია მსჯელობა დეკემბრის მოვლენების ბოლო კვირის შემდეგ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ე.წ. ურჩი დეპუტატების გუნდიდან სავარაუდო გარიცხვის თემაზე საუბრისგან ეკა ბესელია თავს იკავებს.

„ცალკეულ განცხადებებზე და არასერიოზულ გამონათქვამებზე არ მინდა, ახლა რაიმე რეაგირება გავაკეთო,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, ხუთშაბათს შედგება.

banner
წინა სტატიაშიმელიას და ვაშაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოშო 31 იანვრისთვის გადაიდო
შემდეგი სტატია“დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში ორი დღე გაზი ჟონავდა