“დირექტორის წასვლამ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა”- “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადება

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვები გაუჩნდათ. მათთვის კითხვებს აჩენს არხზე გია გაჩეჩილაძის დაბრუნებაც.

“ჩვენ ყოველთვის გვქონდა შეკითხვები არხზე გია გაჩეჩილაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით და დირექტორის წასვლამ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა. თუნდაც, რა იგულისხმება პრიორიტეტების ცვლილებაში.

ჩვენ, “მაესტროს” გუნდს, ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ გია გაჩეჩილაძეს არხზე მოაქვს საკუთარი პროექტები ე.წ. აუთსორსით და მას ახალი ამბების რედაქციასთან და მის პოლიტიკასთან შეხება არ ექნება.

ჟურნალისტები ველოდებით პასუხს კითხვებზე არხის მფლობელებისა და დამფუძნებლებისგან. იქამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას და გიყვებით ამბებს ისე, როგორც აქამდე გიყვებოდით”, – აცხადებენ ჟურნალისტები.

banner
წინა სტატიაშიალბანეთში რუსეთის ჯაშუშები გამოავლინეს
შემდეგი სტატიაბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ