ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ლიცენზია შეუწყდა და მათ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ გეგმიური მიმართულებით შეუძლიათ, რაც კლინიკის შემოსავლებს შეამცირებს.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, ეს პროცესი მათ ხელფასზე ნეგატიურად აისახება, ნაწილი კი უმუშევარი დარჩება. კლინიკის პერსონალის განცხადებით, უმუშევრობის საფრთხე რამდენიმე ასეულ ადამიანს ემუქრება.

“წლებია აქ ვმუშაობთ, არსად წავსულვართ ამ კლინიკიდან, ახლა კი აღმოჩნდა, რომ 500-მდე ადამიანი შეიძლება უმუშევარი დარჩეს, ურგენტულ პაციენტებს ვეღარ მივიღებთ, შემოსავალი საერთოდ შეგვიმცირდება, ან უმუშევარი დავრჩებით, გვეუბნებიან კოვიდსასტუმროებში გადაგიყვანთო, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს. ნინო ნიჟარაძის განცხადებით პირველი ივლისიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების სერვისებზე საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსება შეუწყდა ყველა კლინიკას, რომელიც არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, კლინიკების ნაწილმა ეს გამოასწორა.

 

banner
წინა სტატიაში“დირექტორის წასვლამ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა”- “მაესტროს” ჟურნალისტების განცხადება
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია