დიმიტრი მედოევი : საზღვარი საიმედოდაა ჩაკეტილი, რომ თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხი არ მოაწყდეს უფრო დაცულ ქვეყნებს

სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რომ ამ სენმა საქართველოდან ქვეყანაში არ შემოაღწიოს – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი აცხადებს.

მისი თქმით საქართველოში შექმნილი პანიკის გამო შეიძლება ქართველები უფრო უსაფრთხო ქვეყნებს მიაწყდნენ, მაგალითად ისეთს როგორიც ოსეთია.

„სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რომ ამ სენმა საქართველოდან ქვეყანაში არ შემოაღწიოს. საზღვარი საიმედოდაა დაკეტილი და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტალღამ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გავლით დაიწყონ გადაადგილება“, – აცხადებს მედოევი.

banner
წინა სტატიაშინამიბიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაგურიის რეგიონში თვითიზოლაციაში 47 პირი იმყოფება