ნამიბიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნამიბიაშიც.

ვირუსი ესპანელ წყვილს დაუდგინეს, რომლებიც სამხრეთ აფრიკულ ქვეყანას ოთხშაბათს ეწვივნენ. ორივე მათგანი ამჟამად კარანტინში იმყოფება.

ნაბიმია 140-ე ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის გავრცელებაა დაფიქსირებული. ვირუსს ბოლო მონაცემებით, 5429 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა საერთო ოდენობა კი – 145 374-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაში„112“ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადიმიტრი მედოევი : საზღვარი საიმედოდაა ჩაკეტილი, რომ თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხი არ მოაწყდეს უფრო დაცულ ქვეყნებს