გურიის რეგიონში თვითიზოლაციაში 47 პირი იმყოფება

გურიის რეგიონში თვითიზოლაციაში 47 პირი იმყოფება. აქედან, შვიდი პირი ლანჩხუთშია, ცხრა – ჩოხატაურში, 31 კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ აღნიშნა, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ოზურგეთიდან სამი პირი იძულებით გადაიყვანეს კარანტინში.

„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ამ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ოზურგეთიდან სამი პირი იძულებით გადაყვანილ იქნა კარანტინში. ერთი ბათუმში, ორი მათგანი კი აბასთუმანში გადიან საკარანტინო ვადას“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედოევი : საზღვარი საიმედოდაა ჩაკეტილი, რომ თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხი არ მოაწყდეს უფრო დაცულ ქვეყნებს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა