დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს

ოპოზიციამ რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა შესთავაზოს მმართველ გუნდს, მარცხისთვის განწირულნი არიან.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ამიტომ მათი მხრიდან ყველა შემოთავაზება შეუთანხმებლობისთვის კეთდება, რომ საბოლოოდ ისინი მათთვის სასურველ, რევოლუციურ სცენარზე გადავიდნენ.

ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს.

რაც დრო გადის კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ დესტრუქციული ძალა ქვეყნისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ საჭიროა სწორი და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება . 100 / 50 -ზე შეთავაზება არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომლის იქეთაც გარდაუვალი კრიზისია და მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში აღარ უნდა შეჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მაჟორიტარები და არა მხოლოდ ისინი, მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვიული: ასეთი ფატალური შეცდომა ნამდვილად უკავშირდება მერაბიშვილს, მაგრამ მისი ავტორი თავად სააკაშვილია
შემდეგი სტატიააშშ 20.000 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის ევროპაში