გია ხუხაშვიული: ასეთი ფატალური შეცდომა ნამდვილად უკავშირდება მერაბიშვილს, მაგრამ მისი ავტორი თავად სააკაშვილია

“სააკაშვილი 2012 წელს ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთ მიზეზად მერაბიშვილის შეცდომებს ასახელებს.
ასეთი ფატალური შეცდომა ნამდვილად უკავშირდება მერაბიშვილს, მაგრამ მისი ავტორი თავად სააკაშვილია.
ეს შეცდომა გამოიხატა ვანოს შსს-დან ჩამოშორებასა და მისი ახალაიათი ჩანაცვლებაში. ამით სისტემა საგრძნობლად დასუსტდა. პოლიციამ არ მიიღო “სალდაფონი” ახალაია ავტორიტეტი ვანოს შემდეგ და გაჩნდა სერიოზული ბზარი სისტემაში. ხოლო ვანოს საჯარო პოლიტიკაში გამოჩენით დაიმსხვრა ლეგენდა მისი განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ.
ამ გადაადგილების მიზეზი გახლდათ მიშას შიში იმაზე, რომ ვანოს შეეძლო ჩვენთან გარიგებაში შემოსვლა და ძალოვან სისტემას ჩამოაშორა.
ამ და კიდევ სხვა შემთხვევებში, მიშას მაშინდელი შიშები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე გახლდათ”-წერს გია ხუხაშვილი

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს