აშშ 20.000 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის ევროპაში

აშშ, მოკლე ხანში 20.000 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის ევროპაში, რათა მათ, ,,ცივი ომის,, შემდეგ გამართულ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება ნატოს ეგიდით და რომლის კოდური სახელია ,,ევროპის დამცველი -2020,,
წვრთნებში ნატოს წევრი 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

,,ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა, გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ შეგვიძლია მთელს საბრძოლო არენაზე საჭირო ძალების დროული განთავსება და სამხედრო ნაწილების სწრაფი გადასროლა, არამედ იმასაც, რომ ჩვენი ევროპაში ყოფნით, დამაჯერებლობა შევმატოთ ჩვენს პარტნიორებს და ვიმოქმედოთ როგორც შემაკავებელმა ფაქტორმა, პოტენციური მოწინააგმდეგისათვის,, განაცხადა ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა კრისტოფერ კავოლიმ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილ წვრთნებში პოლონეთს მთავარი როლი ენიჭება.

კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად სერიოზულობაც დაკარგა და სახიფათო თამაშს აგრძელებს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე ადამ კინზინგერს მადლობას უხდის