დიმიტრი ცქიტიშვილი : აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 14:03

დიმიტრი ცქიტიშვილი : აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის

აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

უმრავლესობის წევრმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაც შეაფასა.

„ასეთი მაღალი დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას კიდევ დამატებითი ეკონომიკური იმპულსები ახლავს თან – ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ტრადიციულად ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის. ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ახალი ეტაპის დაწყება, ვფიქრობ, ძალიან ხელსაყრელი იქნება ჩვენთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ეკონომიკური გაძლიერებაა.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, დახმარება და ამ პროცესში მათთან მჭიდრო თანამშრომლობა საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 14:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics