„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის – ენმ-ს ინიციატივა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 13:42

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის – ენმ-ს ინიციატივა

საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა სალომე სამადაშვილმა წარმოადგინა საკანონდებლო ცვლილებები კანონში “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’.

“ქვეყნის იმიგრაციის არსებული პოლიტიკა სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაციას გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის უმუშევრობა რჩება მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია მიგრაციის პოლიტიკაში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას, დაიცავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს დასაქმდნენ საკუთარ ქვეყანაში.

ამ მიზნით ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს საკანონდებლო ცვლილებებს კანონში ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”.

საკანონმდებლო ცვლილებები:

1. გაამკაცრებს შრომითი ბინადრობის მიღების უფლებას: საქართველოს პარლამენტმა უნდა შეიმუშავოს უცხოელი მოქალაქეებისთვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა. უცხოელი მოქალაქისთვის შრომითი ბინადრობის მოთხოვნის წარდგენამდე სავალდებულო გახდება ვაკანსიის გამოცხადება დასაქმებისთვის განკუთვნილ საჯარო საინფორმაციო სივრცეში, თუ ერთი თვის ვადაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს, დამსაქმებელს უფლება აქვს წარადგინოს უცხოელი კანდიდატი შრომითი ბინადრობის უფლების მისაღებად.

2. მკაცრდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა. საინვეტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევაში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400,000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში სამწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას, ან თუ ინესტორი განახორციელებს არანაკლებ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას და დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს.

3. მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად აუცილებელი გახდება სახემწიფო ენის ელემენტარული ცოდნა, აგრეთვე საქართველოში განხორცილებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში.

4. მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტი უქმდება” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 21, 2018 13:42

Google სტატისტიკა


3,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics