ახალგაზრდა ყირგიზმა ლიფი გამოაჩინა და მას ემუქრებიან

ახალგაზრდა ყირგიზმა მომღერალმა მუსიკალური კლიპი გამოუშვა, სადაც ის პიჯაკშია, რომლის ქვეშ ლიფი აცვია – ვიდეომ სოციალურ ქსელებში დისკუსია გამოიწვია. 19 წლის მომღერალი ზერე ალისბეკი იმაზე მღერის, რომ მას და ქალებს არავინ უნდა მიუთითოს რა ჩაიცვან და რა გააკეთონ. მასთან ერთად კლიპში არიან სხვადასხვანაირად ჩაცმული გოგონები, მათ შორის ჰიჯაბში და საცურაო კოსტიუმებში.
ეს ზერეს პირველი სიმღერაა.
სოციალურ ქსელებში კლიპის მოწონააღმდეგეები მომღერალს ემუქრებიან. მათი აზრით, გოგოს ისე არ აცვია, როგორც ყირგიზს შეეფერება. მომღერალი მუქარების სკრინშოტებს აქვეყნებს, რომელთა შორის არის “თავის მოჭრა” – “ბიბისი” წერს. მომღერალმა, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადება დაწერა. სამართალდამცველები მას დახმარებას პირდებიან.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ცქიტიშვილი : აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის
შემდეგი სტატია,,აპელირება ხდება გარკვეულ ჩანაწერებზე, სადაც გარკვეული სახელები ისმის, მაგრამ მიუღებელია ამის ჩვენი პარტიის ხელმძღვანელთან დაკავშირება”