დიმიტრი ახალაია ზვიად სიჭინავას პროვოკატორს უწოდებს

„მოგმართავთ, როგორც დედით აფხაზი, დაბადებული აფხაზეთში. ამ დრომდე ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აფხაზეთში, ხვალ 4 ნოემბერია, დღე, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, სიჭინავამ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს მოუწოდა, იარაღით ხელში შეიჭრან აფხაზეთში. ჩვენმა პოლიტიკურმა ამბიციებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ, ვართ სად?! – იქ, საიდანაც დიდი ხანია, ვერ გამოვდივართ და ვერც გამოვალთ, რატომ?! – იმიტომ, რომ არსებობენ სიჭინავასნაირი სეპარატისტები, ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ ქვეყნის მომავალზე და ჩვენს მოძმე აფხაზებთან ომისკენ გვიბიძგებენ, გვიბიძგებენ, რომ საბოლოდ ჩავკლათ ამ უმშვენიერეს კუთხეში დაბრუნების შანსი,“ – ასე ექხმაურება „ფეისბუქმომხმარებელი“ დიმიტრი ახალაია ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას სატელევიზიო მოწოდებას, რომლის თანახმადაც, 4 ნოემბერს ქართველი პატრიოტები ენგურის ხიდზე უნდა შეიკრიბონ და აფხაზეთი იარაღით დაიბრუნონ.

„მე, როგორც აფხაზეთის მკვიდრი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, მივმართავ სახელისუფლებო ორგანოებს, პროკურატურას, დაიწყოს სასწრაფო გამოძიება და ამ სიტყვებისთვის და მოწოდებისთვის, ომის ინსპირაციისთვის დაისაჯოს სიჭინავა, გულდასაწყვეტი და ამაზრზენია მსგავი მოწოდებების მოსმენა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო… ბატონო ზვიად, თქვენ ამ განცხადებით კი უთხარით და უბიძგეთ კაცობრიობის წინააღმდეგ ბრძოლას და გახადეთ პროვოცირებადი სიტუაცია, რომელიც ისედაც პროვოცირებულია თქვენისთანა ვაი პოლიტიკოსების მიერ,“ – წერს ახალაია.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს, 4 საათზე „ქართვული მარშის“ წევრებს ენგურის ხიდზე იარაღით ელოდება და თუკი მათაც გული ერჩით, ჩავინდნენ ენგურზე აფხაზეთი იარაღით დაიბრუნონ.

https://www.youtube.com/watch?v=0mxHDFeNXLY

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ნაკრებმა დომინოში მსოფლიო ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
შემდეგი სტატიაკანადამ რუსეთის 30 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო