აფხაზეთის ნაკრებმა დომინოში მსოფლიო ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა

22-29 ოქტომბერს კიურასაოს დედაქალაქ ვილემსტადში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი დომინოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრებმა და მეათე ადგილი დაიკავა. აფხაზეთის ნაკრების სახელით გამოდიოდნენ: ასლან ბგანბა, რუდოლფ ლოლუა, თემურ ლაკერბაია, იური ენიკი, ალმას გაბუნია. ტურნირში სულ ხუთასამდე “სპორტსმენი” მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრებმა პირველად დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ტურნირს სოხუმმა უმასპინძლა. ეს იყო რიგით მერვე მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ტურნირი უკანონოდ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, მასში 25 ქვეყნის 312 “სპორტსმენი” მონაწილეობდა. დაწყებული 2011 წლიდან, ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრები ყოველწლიურად მონაწილეობს დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
შემდეგი სტატიადიმიტრი ახალაია ზვიად სიჭინავას პროვოკატორს უწოდებს