კანადამ რუსეთის 30 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

როგორც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ 52 უცხოელის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, მათ შორის 30 რუსეთის მოქალაქეა.
სანქციები უკავშირდება 19 ოქტომბერს კანადაში მიღებულ ” მაგნიტსკის კანონს”, რომელიც ამერიკული “მაგნიტსკის აქტის” ანალოგია.
რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომელთა წინააღმდეგ ამოქმედდება სანქციები არიან: საგამოძიებო კომიტეტის უფროსი ალექსანდრე ბასტირკინი, საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი უფროსი ალექსეი ანიჩინი, მოსამართლე სერგეი პოდოპრიგოროვი, რომელმაც მიიღო დადგენილება სერგეი მაგნიტსკის დაპატიმრების შესახებ 2008 წელს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ახალაია ზვიად სიჭინავას პროვოკატორს უწოდებს
შემდეგი სტატია„ვირტუალური 50 მილიონი, რომელიც თითქოსდა ბიუჯეტმა დაკარგა“