დიღმის მასივში რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

დიღმის მასივის ტერიტორიაზე ავარიული გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს გაზმომარაგების მიწოდება შეუწყდება.

“დღეს, 19:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება: დიღმის მასივის N1, N2, N3, N4, N5, N6, ახმეტელის ქუჩის, ბაქრაძის ქ. N15, რობაქიძის ქ. N7, მიქელაძის ქ. N7 და დიღმის ბაზრის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს რომელთა შორისაა: დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, დ/მასივის N2 კვ-ში – ჩალაძის ქუჩაზე მდებარე შპს ,,პური” – “იფქლი”, გელოვანის გამზირზე გაზგასამართი სადგური, “დინამოს” სპორტული ბაზა, კინოთეატრი ,,თბილისი”, საჯარო სკოლა # 130 და 140, შპს ,,ჯორჯია 444″ – სასტუმრო, დიდუბის ხიდთან – წმ. გიორგის სახ. ეკლესია, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანი “ძველი დუქანი”, შპს ,,ოქროს ცვარი” და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული კომერციული ობიექტები (დაახლოებით 11 700 აბონენტი)”, – განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება, 5 აპრილს, 10:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე.

“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“გირჩის” ლიდერები საბურთალოს, ისნისა და გლდანის მცხოვრებლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიამკვლელობა თბილისში – 22 წლის მამაკაცს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი