“გირჩის” ლიდერები საბურთალოს, ისნისა და გლდანის მცხოვრებლებს შეხვდნენ

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ლიდერები საბურთალოს, ისნისა და გლდანის რაიონების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

“გირჩის” წარმომადგენლებმა მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნეს და მათი პრობლემების შესახებ მოისმინეს.

“გვეშველება რამე”?- არის ის კითხვა, რომელიც მგონი, ყველას აწუხებს. რომ გითხრათ, ერთ წელიწადში შეიძლება რამენაირად გვეშველოს, ვინც არ უნდა შეგპირდეთ, ჩათვალეთ, რომ ყველა მოგატყუებთ. ასეთი რამ სამწუხაროდ შეუძლებელია თუ ეკონომიკა არ ამუშავდა, პრომლებების მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება, რადგან ყველაფერი ეკონომიკაზეა მიბმული. ჩვენ ახალი პოლიტიკური ცენტრი შევქმენით, რადგან ძირითადად ფოკუსი ეკონომიკაზე გვაქვს. ვიცით როგორ უნდა ავამუშაოთ ეკონომიკა. ჩვენი პროგრამა თავიდან ბოლომდე ეკონომიკაზეა მორგებული და მეორე, როგორ შევცვალოთ სოციალური დახმარების სისტემა, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას სახლემწიფო რეალურად დაუდგეს გვერდზე”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
“გირჩის” წევრის გიორგი მელაძის თქმით კი, ახალი პოლიტიკური ცენტრი მთავრობას მოსახლეობის პრობლემებზე შესაბამის რეაგირებას მოსთხოვს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ თბილისელს შევხვდეთ თავის ეზოში, თავის უბანში, მოვისმინოთ მათი პრობლემები და შემდეგ, მათ მიერ მოტანილი პრობლემები ჩვენს მიერ აუცილებლად იქნება განხილული და მთავრობას მოვთხოვთ შესაბამის რეაგირებას, ეს იქნება ინფრასტრუქტრურული, თუ სოციალური პრობლემები”, – განაცხადა გიორგი მელაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილის აზრით, კოალიციაში განვითარებული მოვლენები საპარლამენტო საქმიანობას ხელს არ შეუშლის
შემდეგი სტატიადიღმის მასივში რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება