მკვლელობა თბილისში – 22 წლის მამაკაცს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი

თბილისში 22 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზრდას თავში ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი.

შემთხვევა გლადანში გამთენიისას მოხდა. მოკლულის მეგოებრები ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, დაჭრილია მათი კიდევ ერთი მეგობარი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიემა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშიდიღმის მასივში რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება
შემდეგი სტატია“ეროვნული ფორუმი” უმრავლესობას ტოვებს