დიდი რეგიონული ომი გარდაუვალია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2016 21:17

დიდი რეგიონული ომი გარდაუვალია

awerსირუაცია სირიაში 13 თებერვალს უკიდურესად დაიძაბა. მოვლენების განვითარების დინამიკა შემდეგია:

 

 

 

  • სირიის სამთავრობო არმიის 4-ე მექანიზირებული დივიზიის 555-ე ბრიგადა უახლოვდება სამხედრო ბაზა “ალ-ტაბყა”-ს. მას მხოლოდ 25 კმ აშორებს ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზისგან. აღნიშნული ბაზა “ISIS”-მა დაიკავა 2014 წ. აგვისტოში („ალ-ტაბყა“ სამთავრობო არმიის უკანასკნელ ბასტიონად ითვლებოდა რაქის პროვინციაში). იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო ნაწილებმა მოახერხეს მისი აღება, „ხალიფატის“ დედაქალაქი მოხდება სირიის ავიაციის დარტყმის ქვეშ.
  • სირიის სამთავრობო არმიამ და “ჰეზბოლამ” გაარღვიეს ბოევიკების თავცაცვითი პოზიციები თანნურაჰის დასახლებაში (ალეპო)
  • რუსეთის ავიაციამ დაიწყო “ხალიფატის” დედაქალაქის ალ-რაქის მასირებული ავიადარტყმები. ფაქტიურად, სირიის სამთავრობო არმიამ, “ჰეზბოლამ”, ირანელმა მოხალისეებმა დაიწყეს ალ-რაქის განთავისუფლების ოპერაცია
  • სირიის არმიის ბოლოდროინდელი გამარჯვებები ძალზე გააღიზიანა რეგიონის ის სახელმწიფოები, რომლებიც წლების მანძილზე აფინანსებენ დ აიარაღებენ ასადის „ოპოზიციას“ (ანუ, ბოევიკებს). საუდის არაბეთის არმიის ნაწილები და ავიაციის ესკადრილია უკვე თურქეთის სამხედრო ბაზა “ინჯირლიყ”-ში განლაგდნენ.

vasiko2

  • სირიელი ქურთების თავდაცვითი ჯგუფებმა ალყაში მოაქციეს ქ. აზაზი (თურქეთის საზღვრიდან 7 კმ-ში), რომელსაც აკონტროლებს „ჯაბჰათ ალ-ნუსრა“. დღეს, 13 თებერვალს, თურქეთის არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა ქურთების პოზიციებს. აღსანიშნავია, რომ ქ. აზაზის აღებით, ფაქტიურად ჩაიკეტება ის უკანასკნელი კორიდორი, საიდანაც ხორციელდებოდა ბოევიკების მომარაგება. ასევე, თურქეთის არტილერიამ ცეცხლი გაუხსა სირიელი ქურთების პოზიციებს სამხედრო ბაზა „მენაგ“-თან, რომელიც ქურთებმა 3 დღის წინ დაიკავეს.
  • საუდის არაბეთმა და თურქეთმა შესაძლოა, სირიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყონ. როგორც “დოიჩე ველე” იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან თურქეთში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
    მისი თქმით, ოპერაცია სირიაში მოქმედი “ISIS” წინააღმდეგ იქნება მიმართული.
  • თურქეთისა და საუდის არაბეთის სამხედრო გზით სირიაში სავარაუდო შეჭრის საპასუხოდ, რუსეთი უახლოეს პერიოდში გეგმავს გაზარდოს თავისი ავიაციის რაოდენობა სირიაშ 80-მდე (საერთო ჯამში, 140).

vasik1

 

იმ შემთხვევაში, თუ თურქეთისა და საუდის არაბეთის სამხედრო ნაწილები შევლენ სირიაში, თუნდაც “ISIS”-ს წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, ეს გამოიწვევს რუსეთის ფედერაციისა და შიიტური ირანის ადეკვატურ პასუხს, რაც შეიძლება გამოიხატოს შემდეგში:

  • სირიელი და თურქეთის ქურთების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გაზრდა, როგორც რუსეთის, ასევე ირანის მხრიდან (ცნობისთვის, ჯერ კიდევ შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევის დროს, ირანის უშიშროების სამსახური «SAVAK» აქტიურად ეხმარებოდა ერაყელ ქურთებს, რათა დაეჩოქებინათ ბაგდადის ბაასისტური ხელისუფლება. ეს „ტრადიცია“ დღემდე გრძელდება).
  • თურქეთში ტერორისტული აქტების მოწყობა (რაც მრავალი წლის მანძილზე იყო «ქურთთა მუშათა პარტიის» («PKK») ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი). აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურებს გააჩნიათ „ტრადიციული“ კავშირები ქურთ მებრძოლებთან (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან). საყურადღებოა ერთი მომენტიც – 3 დღის წინ ქ. მოსკოვში სირიელმა ქურთებმა გახსნეს თავიანთი წარმომადგენლობა, რაც უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ახლო აღმოსავლეთის მიმართ რუსეთი აპირებს „ქურთული კარტის“ გათამაშებას.

vasik56

ერთი სიტყვით, მსოფლიო დგას დიდი რეგიონული ომის დაწყების წინაშე. ამ ვითარებაში ძალზე რთულია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან სიტუაცია დღითიდღე იცვლება. ცხადია ისიც, რომ რუსეთის ფედერაციას და შიიტურ ირანს სირიის საკითხში უკან დასახევი გზა უბრალოდ არ აქვთ…

 

 
სპეციალურად “თაიმერისთვის” ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი)

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2016 21:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics