ბრესტში ნიშანი “კოცნის ადგილი” დაამონტაჟეს

12ბელორუსის სასაზღვრო ქალაქ ბერსტში, სულ რამდენიმე დღის წინ, უჩვეული ნიშანი გაჩნდა – “კოცნის ადგილი”.
თავისი ფორმით და ფერებით დაფა ძალიან გავს სამგზავრო ნიშანს, თუმცა აქციის ინიციატორი სერგეი ვინოკუროვი, რომელიც ბრესტის “სადღესასწაულო ბიუროს” ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ეს არის არა საგზაო ნიშანი, არამედ რეკლამაა.
“ადგილობრივ მედიაში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამართალდამცველები აპირებენ დაადგინონ არსებობს თუ არა მსგავსი საგზაო ნიშანი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს სარეკლამო ბანერია, ამიტომაც დამონტაჟებულია ტროტუარზე და არა სავალ ნაწილზე” – ამბობს ვინოკუროვი.

ბიბისი წერს, რომ სოციალური ქსელი ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა.
“კოცნის ადგილი” განთავსებულია ძველი ბრესტის ცენტრში, რომელიც წელიწადზე მეტია პოპულარულია ტურისტებში ერთადერთი მიზეზით: აქ ერთ-ერთ სახლზე ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობს მეორე სართულზე შეყვარებულთან მოხვედრას ახალგაზრდა მამაკაცი, მანეკენი, სახელად გიორგი.
ლეგენდის თანახმად, ახალგაზრდა გიორგი საყვარლის ქმრის ტყვიას ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიდიდი რეგიონული ომი გარდაუვალია
შემდეგი სტატიაეკატერინბურგში გოგონა თოვლით გაიგუდა