„დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღეს დადგენილია პირი, რომელიც ბრალდებულად არის ცნობილი“

დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, გორში მოკლული 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის და დამნაშავის დადგენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა გამოვეხმაურო ქალაქ გორში დატრიალებულ მძიმე ტრაგედიას, პატარა ბავშვის საზარელ მკვლელობას – ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რამაც ყველა ჩვენ შეგვძრა. თუმცა, ვიცით ყველამ ის, რომ ამ საქმეზე დაკავებულია პირი და მე მინდა სრულიად ოჯახს, ოჯახის ახლობლებს და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობა, თუ გასამკაცრებელია კანონმდებლობა, უნდა გამკაცრდეს. თუმცა, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ აუცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ გაწეული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისთვის, რომლებიც მათ აწარმოეს და ის, რომ დღეს დადგენილია უკვე პირი, რომელიც ბრალდებულად არის ცნობილი. უნდა დაველოდოთ სასამართლოს განხილვას და ეს პირი კანონის სრული სიმკაცრით უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირატომ ემუქრება ჟინვალჰესს გაჩერება?! – კლდოვანი სამოთხე შველას ითხოვს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი – ჩვენ ვიცავთ რუსებს უკრაინასა და ბალტიისპირეთში