ვლადიმერ პუტინი – ჩვენ ვიცავთ რუსებს უკრაინასა და ბალტიისპირეთში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელთა უფლებებიც ირღვევა საზღვარგარეთ, კერძოდ, უკრაინასა და ბალტიისპირეთში, იქნება დაცული.

ამის შესახებ პუტინმა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა მე-6 ყრილობაზე განაცხადა.

“უკრაინასა და ბალტიისპირეთში ადამიანებს აშინებენ, ატერორებენ და ეს არის დანაშაული. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს ბრძოლა რუსული ენის წინააღმდეგ, ნადგურდება ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ჩვენ მოქალაქეებს ყველგან დავიცავთ”, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაში„დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღეს დადგენილია პირი, რომელიც ბრალდებულად არის ცნობილი“
შემდეგი სტატია“კანონიერი ქურდი” თენგო გალსკი უკრაინიდან ხელმეორედ გააძევეს